8 რჩევა, როგორ მიიტანოთ თქვენი მესიჯი აუდიტორიამდე

სიცხადე, არის ის, რაც დღესდღეობით ძალიან ბევრ კონტენტს აკლია.

კონტენტის სიცხადე ნიშნავს, რომ მისი გაგება მარტივია. თუ ადამიანები ვერ გაიგებენ, რისი თქმა გსურთ, თქვენი კონტენტი ვერ იქნება მათთვის სასარგებლო.

თუ თქვენი კონტენტი იქნება ნათელი, ინტელექტუალური, მარტივად გასაგები, მისი წაკითხვის სურვილი უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება და მის ღირებულებასაც მარტივად დაინახავენ.

8 მეთოდი იმისთვის, რომ გარკვევით წერა შეძლოთ:

1) თავად უნდა იცოდეთ, რისი თქმა გსურთ

სანამ სიტყვების წერას დაიწყებთ, მანამდე უნდა იფიქროთ და ჩამოაყალიბოთ აზრი, თუ რა არის თქვენი მთავარი სათქმელი.

სანამ წერას დაიწყებთ, მკაფიოდ გამოკვეთეთ:

  • თემა
  • მთავარი სათქმელი 
  • მონახაზი

პროფესიონალმა მწერალმა ზუსტად იცის, რისი თქმა სურს და არ სჭირდება ამისთვის უამრავი ფურცლის გავსება.

2) უნდა იცოდეთ, ვის ელაპარაკებით

საკუთარი აუდიტორიის ცოდნა კარგად წერისთვის აუცილებელი პირობაა. რაც უფრო კარგად იცნობთ თქვენს აუდიტორიას, მით უფრო გარკვევით ეკონტაქტებით მათ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი აუდიტორია 10 წლის ბავშვებისგან შედგება.

მათთან ვერ დაამყარებთ ისეთ კომუნიკაციას, როგორც ამას ზრდასრულ ადამიანებთან აკეთებთ. მათ როგორც პატარა ბავშვებს ისე უნდა ესაუბროთ. მარტივი, საბავშვო სიტყვების გამოყენებით მათ ინტელექტს არ შეურაცხყოფთ, პირიქით, საშუალებას აძლევთ, რომ მარტივად გაანალიზონ თქვენი ნათქვამი.

ზრდასრულებთან საუბრისას, რა თქმა უნდა, იმავე ტერმინოლოგიას ვერ გამოიყენებთ. განსხვავებულ აუდიტორიებს განსხვავებული სასაუბრო ენა და ტერმინოლოგია ესაჭიროებათ.

გახსოვდეთ, ადამიანებს უნდა გააგებინოთ, რისი თქმა გსურთ, ამიტომ რაც უფრო მარტივად და სუფთად აუხსნით მათ სათქმელს, ამ პროცესსაც მეტად გაუმარტივებთ.

3) აუხსენით უცნობი სიტყვები

ერთ-ერთი მარტივი ტექნიკა, რომ თქვენი კონტენტი გასაგები გახადოთ, არის თქვენ მიერ გამოყენებული ტერმინების განმარტება.

მაგალითად, ამ სტატიის დასაწყისში ჩვენ ავხსენით, რას ნიშნავს და რას ვგულისხმობთ სიცხადეში. რა თქმა უნდა, მკითხველმა კონკრეტული სიტყვების განმარტება ისედაც შეიძლება იცოდეს, მაგრამ მნიშნველოვანია, აუხსნათ, თუ რისი თქმა გინდათ კონკრეტული ტერმინების გამოყენებით.

თუ სტატიას კონკრეტულ თემაზე ან კონცეფციაზე წერთ, დაუთმეთ პატარა აბზაცი ამ თემის, თუ კონცეფციის განმარტებას.

4) შექმენით წინადადების მონახაზი

რას ნიშნავს წინადადების მონახაზი?

წინადადების მონახაზი ნიშნავს, რომ სტატიაში არსებული აბზაცების აზრი დასრულებული უნდა იყოს. როდესაც თქვენი წინადადების მონახაზი შედგება ცალკეული ფრაზებისგან ან სიტყვებისგან, მისი გაგება მარტივი არ იქნება.

წინადადებებში აზრის დასრულება დაგეხმარებათ, დაინახოთ სწორად გადმოსცემთ თუ არა თქვენს სათქმელს და მკითხველი მარტივად გაიგებს, თუ რა არის თითოეული აბზაცის აზრი.

5) დაწერეთ ერთ წინადადებიანი აბზაცი

რატომ არის ეფექტური ერთ წინადადებიანი აბზაცები? იმიტომ, რომ ეს თქვენს კონტენტს სკანირებადს ხდის.

მომხმარებლების უმეტესობა ყველა სიტყვას არ კითხულობს. ისინი ტოვებენ სიტყვებს, წინადადებებს და ხანდახან აბზაცებსაც კი.

ერთ წინადადებიანი აბზაცები უფრო წაკითხვადი და გასაგებია.

ეს მარტივი ტექნიკა საგრძნობლად ზრდის კონტენტის მკაფიოობას.

6) შეადგინეთ მოკლე წინადადებები

მოკლე წინადადებები უფრო მარტივად გასაგებია. თუ თქვენ ბევრ ზედმეტ სიტყვას გამოიყენებთ ერთ წინადადებაში მკაფიოობას დაკარგავთ.

სიტყვები, რომლებიც ამძიმებს წინადადებებს:

  • ზმნიზედებისინამდვილეში, ამჟამად, ზედმიწევნით…
  • ზედსართავი სახელებიძალიან, რეალური, მარტივი…
  • სხვა შესავსები სიტყვები: შესაძლოა, ახლა, უბრალოდ, ალბათ და ა.შ.

7) არ გაამოიყენოთ გრძელი სიტყვები

გრძელი, მაღალფარდოვანი სიტყვები ყველას ღლის.

რატომ უნდა გამოიყენოთ სიტყვები, მაგალითად, როგორიცაა:

  • მაშასადამე
  • სხვათაშორის
  • გარკვეულწილად და ა.შ.

ვინმეზე შთაბეჭდილების მოსახდენად? ცოდნის საჩვენებლად? ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს და არაფრის მომცემია.

8იყავით თანმიმდევრული

კარგია, თუ პროგნოზირებადი იქნებით. ადამიანებს თუ ეცოდინებათ, როდის შესთავაზებთ ახალ საინტერესო კონტენტს, ისინი თქვენთან დაბრუნდებიან.

ავიღოთ მაკდონალდსი. ყოველ ჯერზე, როდესაც მაკდონალდსში მიდიხართ, თქვენ იცით, როგორი გარემო, რა მენიუ და რა გემოები დაგხვდებათ. ადამიანები მაკდონალდსში იმიტომ დადიან, რომ ის პროგნოზირებადია.

იგივეა საიტის შემთხვევაშიც, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა დახვდებათ, როდესაც თქვენს საიტზე შემოვლენ.

კონტენტით გადავსებულ სამყაროში ბევრს ავიწყდება სიმარტივისა და სიცხადის მნიშვნელობა. თუ თქვენ სხვებთან შედარებით გარკვევით წერთ, თქვენი კონტენტი აუცილებლად გამორჩეული იქნება სხვებისგან.

ნათლად წერა ძლიერი და დამაჯერებელია. ის აღწევს მკითხველის ტვინში, უცვლის აზრებს და ამოტივირებს მათ. გახსოვდეთ, ამ ყველაფერს პრაქტიკა სჭირდება, სცადეთ ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერმე და საბოლოოდ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.

წყარო:digitalnews.ge

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.